მაისი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების სამ ძირითად წყაროდ ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკომანია დაასახელა.

სამართალდამცველებმა ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელ ახალ ხურვალეთთან ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითი,…

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 21 მაისიდან თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას.

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბავშვი გადმოვარდა და დაშავდა. შემთხვევა დილით, მე-17 მიკრო-რაიონში მოხდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი და მისი მეუღლე დააკავეს.

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 24 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, რომ საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს.

ისრაელში, თელ-ავივის რაიონის ქალაქ ხოლონში საქართველოს მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ისრაელში მყოფი ქართველების ინფორმაციით, მამაკაცი, ხორცის ქარხანაში მუშაობის დროს, ხორცსაკეპში ჩავარდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, ბოლო ორ კვირაში, 4 ცხენი მოიპარეს. ქურდობის ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ცხენებს ღამის საათებში, ეზოებიდან იპარავენ.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]