weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

1-ლი აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით 1 281 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში მკურნალობს 7 493 პაციენტი, მათგან 1 584-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 369 ადამიანი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე…

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ დაიღუპა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებისთვის, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის, აცრა და რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება“,…

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებულ ხუთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

24 წლის თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ქუთაისის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ვაქცინირებული არ იყო.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩატარებული 43 653 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 79 ადამიანი, 5611 კი გამოჯანმრთელდა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირიდან სამი 18 წლის არის, ერთი 19-ის. უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ ტერორისტული…

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ აიღო 3 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რითაც გადავაჭარბეთ ლიმიტებს, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციაა“, – ამის შესახებ…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინანდლის ტყეში, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი განუხილველი დატოვა. ადვოკატები თელავის რაიონული სასამართლოს 18 აგვისტოს განჩინებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]