weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათში ჩატარებული 56 878 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5914 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3316 ადამიანი, 49 კი გარდაიცვალა.

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან საქართველოში სპეცრეისით, უნგრეთის თვითმფრინავით დაბრუნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ქაბულში 16 მოქალაქე რჩება.

თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში, გუშინ, 16 აგვისტოს, საღამოს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავა. ამავე საქმეზე, ცეცხლსასროლი…

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარდა მოკვლევა, კორონავირუსით დაინფიცირებული რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილი იყო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათების უფასოდ გაიცემა დაიწყო. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა და „კურიერის“ წამყვანმა, თეონა ცხომელიძემაც დატოვა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რასაც არ ეთანხმება.

კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცვლილების ამოქმედება დაახლოებით 15 სექტემბრიდან იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 15 სექტემბრისთვის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველგან – შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო ხდება. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა, 47 კი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3539 ინფიცირებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]