weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია დღესაც გაიმართება. „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში, 5 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით კუტალაძეა.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ნაცემი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართული აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა, შოთა…

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის პროცესში ტელეკომპანია „პირველის“ მოთხოვნით ჩაერთო, ამბობს, რომ ექსპერტიზა ორი მიმართულებით ტარდება:

„რაიო, შეურაცყოფილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აგღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო?“, - ასე…

არასამთავრობო ორგანიზაციები „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოები ითხოვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები, დაისაჯოს ძალადობის ყველა…

„პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, მათ შორის, იყო საბურთალოს რაიონი, ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა იქიდან გამომდინარე,…

ტვ „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს, დღეს, დილით საკუთარ სახლში მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები ეწინააღმდეგებიან ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ამკრძალავი კანონის მიღების ინიციატივას, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება საზოგადოების განვითარებაზე.

თბილისში, 5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი საავადმყოფოდან გაწერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ის რამდენიმედღიან სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]