weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საზოგადოება

თითქმის ერთი წლის უკან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 23 წლის ლაშა ხეთერელი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად 9 მოსამართელე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და…

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის სამმართველოში მყოფმა 46 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა და აივნიდან გადმოხტა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - აქვს მრავლობითი მოტეხილობები და მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი“ მებაჟე ოფიცრებმა 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

ჩატარებული 31 350 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და…

ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ მედიიდან შეიტყო ერგნეთში გამართული შეხვედრის შედეგები, კერძოდ, ის, რომ პატიმართან შესახვედრად ოჯახის წევრების ცხინვალში გადაყვანა განიხილება.

თიბისიმ მედიას და დაინტერესებულ მხარეებს 2020 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა აღმზრდელების ნაწილი შვებულებაში გაუშვა. მეუფემ მედიასთან განაცხადა, რომ დაწესებულებაში 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო და ამ ეტაპზე მხოლოდ 19 რჩება, რადგან ამაზე მეტი საჭირო…

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სექსუალურ ძალადობას გამორიცხავს. საუბარია საქმეზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლიდან იძიებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]