იანვარი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო მედიას დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, მკვლელის ვინაობა დადგენილია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მეორე დღეა გაფიციულები არიან. ისინი ჩინური კომპანიისგან მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა. თეა წულუკიანის თქმით, ის მზად არის პრეზიდენტის…

არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს

სამშაბათი, 16 იანვარი 2018 23:27

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, მის მკვლელობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება. ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შორის…

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა გაჭირვებულ მოქალაქეთა დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდ „ობიექტივს“ საკუთარი ხელფასიდან 13 000 ლარი შესწირა.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 46% ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, 46% ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, 19% - არცერთს, 9% კი -…

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს. როგორც ნინო ლომჯარიამ სოფელ დუისში განაცხადა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს დიდი უსამართლობის გრძნობა აქვთ და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი…

პოლიციამ ხაშურში სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 25 წლის გ.ც. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 იანვარს, ქალაქ ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით…

ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში 41 წლის ლიანა ტაბატაძის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ქალი, რომელმაც მესამე შვილი გააჩინა, საავადმყოფოში ჯანმრთელი მივიდა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი