weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლისა და იურიდიული დასკვნის მოსამზადებლად კვალიფიციურ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ეძებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 10 ივნისია, გამარჯვებულმა კომპანიამ კი დოკუმენტი…

„რაც ჩვენი თანხები სასაუბრო თემა გახდა ფართო საზოგადოებაში, გადმორიცხვებმა კვეთრად მოიმატა“, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიტა მუსელიანმა განაცხადა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სპეკულაციების დასასრულებლად აუდიტი დაიქირავეს, რომლის დასკვნაც საჯაროდ გამოქვეყნდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ გუმათში პოლიციის მიერ გუშინ დაკავებული რვა პირის საქმის განხილვა 4 ივნისისთვის გადადო. მომდევნო პროცესამდე მოსამართლემ ყველა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე წუხელ დაკავებული რვა პირის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი…

სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა სულაძე გააკრიტიკა იმისთვის, რომ მან თბილისის აქციის მესამე დღეს, საპროტესტო მსვლელობაში ჯვრით მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 921 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 508 შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1015.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ძირითადად კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. ე.წ. ინდური შტამი ხუთ ადამიანს გუშინ დაუდასტურდა, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა, სამი კი უცხო ქვეყნების.

რიონის ხეობის შესასვლელთან, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შემდეგ რვა პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, თუმცა, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]