weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

დღეიდან, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. დედაქალაქში გაჩერებულია როგორც მუნიციპალური ავტობუსები, ისე მეტრო და ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.

მესტიაში ტურისტი დაიღუპა

ორშაბათი, 03 მაისი 2021 12:46

მესტიაში, გულის უღელტეხილზე, ტურისტი ქალი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა ამოასვენეს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 7476 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 2 მაისს ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ, პირველ მაისს – 1147.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს, ტრადიციულად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ეპისტოლე გავრცელდა.

პოლიცია მოქალაქეებს, რომლებიც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევენ, 2000 ლარით დააჯარიმებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილონ.

მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ 2-დან 4 მაისის ჩათვლით საფლავებზე გასვლა აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა „სრულიად საქართველოს ეხება“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები – კაჭრეთი, არაშენდა, ქოდალო და ჯიმითი დაისეტყვა. ყველაზე მეტად კაჭრეთი დაზარალდა, სადაც განადგურებულია ვენახები, დაზიანებულია სახლების სახურავები და ავტომობილები.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2016-2018 წლებში კომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, საკუთარი ბრძანების საფუძველზე, ხელფასი 2900 ლარიდან 5700 ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ჯამში 109…

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია – 6500 დოზა შეიტანეს. ვაქცინა, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის, ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების, სახელმწიფო მოხელეებისა და მასწავლებლების აცრისთვის არის განკუთვნილი.…

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. აღდგომის ღამეს, ე.წ. კომენდანტის საათი სამი საათით შემცირდება და პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]