weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე 34 201 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.23%-ია, ბოლო 14 დღის - 2.03%, ხოლო ბოლო 7 დღის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული დ.ფ. დააკავეს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვიოლეტა ინასარიძეს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლით წარუდგინა.  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის დროს გალის რაიონში მცხოვრები 4 ადამიანის დაღუპვაზე კომენტარი ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტო „აპსნიპრესთან“ გააკეთა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე მეოთხე დაღუპულის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ. მანამდე, სოფელ შამგონაში მაშველების მიერ სამი ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ღამით, ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და ზუგდიდში გადასვლას ცდილობდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, რუსი მესაზღვრეები ძაღლებით დაედევნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სოფელ შამგონაში ადგილობრივმა განაცხადა.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, 2020 წლის აპრილის შემდეგ, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს მდინარე ენგურის გავლით „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“.

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამოქმედდება ვებპორტალი, რომლის საშუალებითან მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება და წინასწარ დარეგისტრირება შეეძლებათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]