weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვა. მისი თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა ერთგვარი ტრადიციაა, ეს უკვე ორჯერ გააკეთა, მესამე მცდელობის დროს კი მისი ვიზიტი…

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას აქვს. ის მისაღებ ფიგურად გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა, მიუღებლად კი 30%-მა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულისთვის. ეკატერნე ტიკარძის თქმით, დღეისთვის, რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევებს ლოკალურ დონეზე ჩაკეტვით მართავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილისთვის ჩაინიშნა პროცესი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. როგორც პატიმრის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე.

„ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერის კაბინეტში შიმშილობის გამოცხადებას აპირებდა, სამართალდამცველებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

„თუ არ ვცდები, ნიუტონის მესამე კანონია, ქმედება რომ იწვევს უკუქმედებას. ეს მარტო ფიზიკაში და მექანიკაში კი არა, ზოგჯერ ადამიანთა საზოგადოებაშიც მოქმედებს. ეს ჩვენგან წახალისებული არ არის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“…

ირმა ბუთხუზის იქმით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მისი მეუღლე, ზაზა გახელაძე უარს ამბობს, რომ მისი გათავისუფლება საოკუპაციო რეჟიმისთვის ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის დათმობით მოხდეს.

„ქვეყანაში ეპიდემიის დამთავრების ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად, საშუალოდ 1000 აცრა კეთდება, 5 აპრილის დილისთვის კი სულ აცრილია…

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლი - ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ავტომობილში მყოფი ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.

ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა შესაძლოა 15 აპრილის შემდეგ დაიწყოს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 21 დღის ინტერვალით ორი დოზის გაკეთებას ითვალისწინებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]