weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთი კვირის წინ, ფონიჭალაში მოხდა. 

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლაში პირბადის ტარების წესი შესაძლოა შეიცვალოს. დღეს მოქმედი რეგულაციით, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

შრომის ინსპექციის სამსახურმა თელავში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო 10 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ ინსპექციის პრეს-სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში მდებარე რესტორანი ღამის 9 საათის შემდეგაც მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ნინოწმინდა-ბავრას საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა. სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ (ორი დოზა) შეეძლებათ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 6593 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 736 ინფიცირებული, ხოლო 15 – გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ხუთშაბათს, 11 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

ლილოს ბაზრობაზე, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ დღეს პირველად გაიხსნა, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. 42 წლის მამაკაცის ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში ნათესავმა 6 თებერვალს ნახა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი მკვლელობა…

დღეიდან, 8 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]