weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 13 030 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1527 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1282-ით გაიზარდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა.

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებულმა, პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრმა ბადურ ჩოფანაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩოფანაშვილის ძმამ დაგვიდასტურა.

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა, ასამდე ადამიანი იყო დასაქმებული. თავზარაშვილის ინფორმაციით, დამწვარია ის ფართობი, სადაც პროდუქცია ინახებოდა.

გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 22:54

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში დასახლებაში არსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას, ამ ეტაპზე 12 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.

„მედიასივრცე გაჯერებულია ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით“, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბაღების ავტორიზაციის ვადის, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2021 წლის პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 14 192 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 1738 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]