weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 991 ფაქტი გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში, საქართველიში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან - 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია COVID-19-ით გარდაცვალების 1462 შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე 18 095 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, ვირუსი 5450 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევ დ.ხ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მირიან თაზიაშვილის მეუღლის თქმით, ამის შესახებ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთიძემ შეატყობინა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის ხელნაწერი ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა.

გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაშია უფასო კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის ოჯახი სამშობიარო სახლის ექიმებს უყურადღებობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]