weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

წყალტუბოში კორონავირუსის შედეგად ექიმი-კარდიოლოგი, 66 წლის დავით წულაია გარდაიცვალა. როგორც წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტლის დირექტორმა, მაკა გაბადაძემ განაცხადა, ექიმს ვირუსი 27 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობას ქუთაისში, კოვიდ-კლინიკაში გადიოდა.

ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში მიღებული დაზიანებების შედეგად მუშა – 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მუშა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და მძიმე დაზიანებები მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3721 ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 – გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა. როგორც ცენტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ფიტნესკლუბს – Reformerfitness-ს შრომის ინსპექციამ ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედვად, დღეს მუშაობას გააგრძელა. 

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ შეზღუდვების ძალაში შესვლის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის რაოდენობა უახლოეს დღეებში შემცირდება. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]