საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა დამკვირვებელი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მოთხოვნა ლაგოდეხის 22-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თანახმად, უბანზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1085 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 1314 თბილისშია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში გამოვლენილია COVID-19-ის 523 ახალი შემთხვევა, ხოლო სხვა რეგიონებში ასეთი მონაცემებია:
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს გამოაცხადებს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მეტია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მიმართ ხელისუფლების ლიბერალურმა მიდგომამ განაპირობა.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, დღეს კლინიკებში მოთავსებულია ბევრი ისეთი პაციენტი, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.
თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11