ივნისი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

საზოგადოება

„ყველა ჩემი მოთხოვნა გავაჟღერე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები; აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები,…

სარფში, მაშველებმა წყლიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. მამაკაცი სავარაუდოდ დაიხრჩო, რადგან წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გვიან საღამოს ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები არიან 41 და 25 წლის მამაკაცები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე სამართლადამცავებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

„მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს და ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული დაფარა, სააშკარაოზე არ გამოიყვანენ. თუ არადა გამოიყვანონ ტანკი და გადამიარონ“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის…

თბილისი-ბაკურციხის გზაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის გამო კახეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით…

ქვეშეთის მოსახლეობას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული 4 ქართველი ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც…

9 ივნისს გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი ქართველი პარაპლანისტის დაკავების გამო, ქვეშეთის მოსახლეობამ და ქართველმა პარაპლანისტებმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანმწინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მარნეულში მცხოვრები საჰიბ ბაირამოვი ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას, რომ მეფრინველეობის ერთ-ერთი საწარმოს მიერ ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან, რომელიც ფერმაში წყალმოვარდნის შედეგად გაფუჭებული ეგონათ, წიწილები გამოიჩეკა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]