weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი თელავში, რთველის შტაბში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას დაესწრო და დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში პოლიციამ დააკავა 27 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ცოლის, 27 წლის ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ტყე ისევ იწვის. მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხანძარი ლატალსა და იელში, მთიან და სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილებშია. ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული ჯარიმები გამკაცრდება და მძღოლის მიერ დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

2022 წელს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რუსეთის 3265-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან 728 განცხადება დაკმაყოფილდა. ამ საკითხზე განმარტება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააკეთა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალი ექვსი საცხოვრებელი სახლისა და ხეხილის ბაღების დაწვაში ედება. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების გამო რუსთავის წყალმომარაგების კომპანია, შპს „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს მიიღო.

მამაკაცი, რომელმაც 29 აგვისტოს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის ფედერაციის დროშა გაშალა და ეს ვიდეოზე აღბეჭდა, იდენტიფიცირებულია. მუნიციპალურმა ინსპექციამ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ სამხარაძემ და მისმა ადვოკატმა სუს-ის გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]