ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

გუბერნატორების გადადგომა არჩევნებს არ უკავშირდება – ზურაბ ალავიძე

15:42 - 10 აგვისტო 2017 hits 241

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორების მიერ თანამდებობის დატოვება მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება.

„დინამიური პროცესია და ცვლილებები ხდება. როგორც სხვა გუბერნატრები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებსაც. კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ პროცესებში იქნებიან ჩართულები, რასაც ვგეგმავთ. გამოვრიცხავ, რომ არჩევნებს უკავშირდება ეს ცვლილებები, გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მისი თქმით, ყოფილი გუბერნატორები სხვა სამსახურებში გადავიდნენ და სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ თანამადებობა გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, მუშაობას შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩევლად გააგრძელებს. პაპუნა მარგველიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი 2013 წლიდან იყო.

გუშინ გადადგომის შესახებ განაცხადა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემაც, რომელიც ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ თანამდებობა დატოვა გოჩა ზეიკიძემ, რომელიც 2016 წლიდან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო. აპრილში კი თანამდებობიდან გადადგა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com