ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ხელფასებზე მაღალი ყოველთვიური დანამატები კრიზისების მართვის საბჭოში

16:36 - 13 აგვისტო 2017 hits 2194
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ხელფასი 3200 ლარია. ხელფასის გარდა, ის ყოველთვიურად დანამატის სახით 4 760 ლარს იღებს, რის გამოც მისი ანაზღაურება თვეში 8 000 ლარს აღწევს, წლიური შემოსავალი კი 94 500 ლარია. ხელფასზე მეტი ოდენობით დანამატებს იღებს მინდია ჯანელიძის ოთხივე მოადგილე.   

საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რომლის ხელფასის ოდენობა თვეში 2 950 ლარს შეადგენს, ყოველთვიური დანამატის სახით 3 050 ლარს იღებს. მისი ანაზღაურება თვეში 6 000 ლარია, ხოლო წლიურად 35 400 ლარის ნაცვლად 72 000 ლარს აღწევს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გიორგი ზედელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო და იმავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

მინდია ჯანელიძეს კიდევ 3 მოადგილე ჰყავს - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი. მათი ხელფასი თვეში 2 925 ლარია, ანუ წელიწადში 35 100 ლარი, თუმცა, თანამდებობრივი სარგოს გარდა, საბჭოს მდივნის მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ დანამატს 3 050 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მათგანის წლიური ანაზღაურება 71 700 ლარია.

2 900 ლარია საბჭოს სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელის - დეპარტამენტის დირექტორის ხელფასი, თუმცა ექვსივე დეპარტამენტის დირექტორი დანამატის სახით ყოველთვიურად იღებს 2 340 ლარს. შესაბამისად, მათი ანაზღაურება თვეში 5 240 ლარს, ანუ წელიწადში 62 900 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, საბჭოს მდივანი კი ითვლება პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ. აღსანიშნავია, რომ თვითონ მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის ხელფასის ოდენობა წელიწადში 51 370 ლარია, ესე იგი თვეში საშუალოდ 4 280 ლარი.

საბჭოს აპარატში ამჟამად სულ 78 საჯარო მოსამსახურეა, რომელთა თანამდებობრივ სარგოებს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. საბჭოს მდივნის ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აპარატის სხვა მოსამსახურეებზე დანამატის გაცემის წესს კი ამტკიცებს საბჭოს მდივანი.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com