weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თამაზ მეჭიაური თიანეთის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს

12:30 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მეჭიაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო და კანდიდატურის მოხსნას გამორიცხავს.

„გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი. კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია“, - წერს მეჭიაური.

თამაზ მეჭიაური 2012-2016 წლებში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. დეპუტატი ის საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით გახდა. 2016 წლის მაისში მან „ქართული ოცნება“ დატოვა და საკუთარი პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თამაზ მეჭიაური კენჭს დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კანდიდატურა მოხსნა. აღსანიშნავია, რომ თამაზ მეჭიაური 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიიდან“ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლებიც არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი გამგებლის ნაცვლად მერი იქნება. შესაბამისად, როგორც 5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი), ისე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (თემებში) მერის არჩევა მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]