weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თამარ ჩუგოშვილი – არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ

16:14 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისაღებია, თუმცა დღეს მთავარი ის მძიმე სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც შესაბამის სამსახურებს ბორჯომში უწევთ.

როგორც მან პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენ საარჩევნო კამპანისთვის მომზადებული ვართ და თარიღიც მისაღებია. უკვე დღეიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა თარიღი, მთელი რიგი რეგულაციები და საკანონმდებლო შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის, სარეკლამო და საეთერო დროის გამოყენებას უკავშირდება. ეს შეზღუდვები არსებობს, როგორც ჩვენთვის, ასევე მედიისთვის. ჩვენ ყველა ამ წესის დაცვით ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და თავდაჯერებული ვართ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დამახასიათებელი გამოწვევები ახასიათებთ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ადგილობრივ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]