weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ერედვისა და აჟარის გამგებლებს ბინები 1 ლარად გადაეცათ

14:10 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ერედვის გამგებელს ოთარ ცოტნიაშვილს საგურამოში, აჟარის გამგებელს ლაშა მარგიანს კი ქალაქ რუსთავში საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცათ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს აჟარის გამგებელს ლაშა მარგიანს 1 ლარის საფასურად საკუთრებაში გადაეცა ქალაქ რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 77,4 კვ.მ-ია. ბინის საბაზრო ღირებულება 17 000 ლარია. 

იმავე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში მდებარე 60 კვ.მ ფართობის ბინა ასევე 1 ლარად გადაეცა ერედვის გამგებლის ოთარ ცოტნიაშვილის ოჯახს. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსგან ბინის გადაცემამდე, ერედვის გამგებელს უკვე ჰქონდა საკუთარი ბინა. კერძოდ, 2015 წლის 3 დეკემბერს მან 50 000 აშშ დოლარად შეიძინა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №6-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც 109 კვ.მ-ია. 

ლაშა მარგიანი გამგებლის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს, ხოლო ოთარ ცოტნიაშვილი 2014 წლიდან. მათი ხელფასის ოდენობა თვეში 2 650 ლარია, პრემია-დანამატებთან ერთად კი წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე ანაზღაურებას იღებენ. 

საჯარო სექტორშია დასაქმებული ოთარ ცოტნიაშვილის მეუღლე მარინა ქრისტესიაშვილიც, - იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობს. მისი წლიური ხელფასი საშუალოდ 21 000 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]