weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საკრებულოს წევრმა, რომელსაც უმწეოთა კვებისთვის 1.18 ლარი საკმარისად მიაჩნია, პრემია-დანამატები 8-ჯერ მიიღო

16:14 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რამინა (რიმა) ბერაძემ, რომელიც სოციალურად დაუცველთა კვებისთვის დღეში 1 ლარსა და 18 თეთრს საკმარისად მიიჩნევს, 2016 წელს ხელფასთან ერთად 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატები, - საერთო ჯამში 49 920 ლარი.  

რამინა ბერაძე, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს. მისი ყოველთვიური ხელფასი 2 600 ლარია, ე.ი. წელიწადში 31 200 ლარი. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში რამინა ბერაძემ ხელფასთან ერთად 8-ჯერ მიიღო პრემია და დანამატი, აქედან 7-ჯერ - ხელფასის სრული ოდენობით. პრემია-დანამატების სახით მიღებული თანხა საერთო ჯამში 18 720 ლარს შეადგენს. 

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ დაახლოებით იგივე ოდენობით ანაზღაურება მიიღო 2015 წელსაც - 49 342 ლარი, - ანუ ხელფასის გარდა 7 პრემია და დანამატი. 

შეგახსენებთ, დეპუტატ რამინა ბერაძის საჯარო განცხადებით, სოციალურად დაუცველი პირებისთვის გახსნილ უფასო სასადილოებში ბენეფიციარების კვებისთვის დღიურად გამოყოფილი თანხა - 1 ლარი და 18 თეთრი, სრულიად საკმარისია და ეს საკითხი გადახედვას არ საჭიროებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]