weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

18:07 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონშიკახაბერ მახათაძე.

„ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის  სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ძლიერება.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას  ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. 

„ქართული ოცნება ეს არის გუნდი რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას - პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელს მსოფლიოში - მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]