weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილია

21:32 შაბათი, 02 სექტემბერი 2017
გაზეთ „სპექტრის“ ფოტო გაზეთ „სპექტრის“ ფოტო

„ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილია, პარტიული სიის პირველი ნომერი კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.

2009 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე არჩილ ხანდამაშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველად მუშაობდა. „რეგინფოს“ მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით (რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება), ის გურჯაანის მერობის უკვე ცნობილ კანდიდატებს შორის უპირატესობით სარგებლობს.

არჩილ ხანდამაშვილი საქართველოს პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება.

ხანდამაშვილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც  მონაწილეობდა. მაშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე–13 ნომერი იყო, თუმცა არ ყოფილა პარტიის წევრი. ხანდამაშვილი საკრებულოს წევრი არ გამხდარა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. ცნობილია, რომ ყვარელში სახელისუფლებო პარტიიდან მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილი იქნება, სიის პირველი ნომერი კი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]