სექტემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

„ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

22:26 - 03 სექტემბერი 2017 hits 172

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმრაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

ზვიად მხეიძე გახლავთ საინჟინრო და მენეჯერული გამოცდილების მქონე, ბოლო პერიოდში ის იყო მერის მოადგილე. ონის მერობის კანდიდატია ემზარ საბანაძე. მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა თავდაცვისა და სამართალდაცვის სფეროებში, სადაც ეკავა ძალიან მაღალი თანამდებობები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. ცაგერში მერის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ავთანდილ უგრეხელიძის კანდიდატურას. ბატონი ავთანდილი გახლავთ ლეჩხუმელი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მან განათლება მიიღო ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. აქვს მუშაობის ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ლენტეხის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი ლიპარტელიანი. ის ცნობილი ექიმია. გარდა ამისა, ის გახლავთ ლენტეხის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ხალხს შვება ეგრძნო და თითოეული ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ კეთებას სოფლის მეურნეობის განვითარების, წარმოების ხელშეწყობისთვის და ამაზე მეტყველებს ჯერ არნახული პროექტები, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში ხორციელდება. ეს პროექტები არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ამბროლაურს ჰქონოდა საერთაშორისო სტანდარტების ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2017 წლის ბოლომდე საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. „ამის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტირებაზე და ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება. ესეც გახლავთ ქუთაისთან ამ რეგიონის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ ქუთაისიდან დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com