weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს – საგარეო უწყება 

13:42 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022
ფოტოზე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფოტოზე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად.

„რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე  არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

კიევში საქართველოს საელჩოს ტელეფონის ნომრებია: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50 და +380 (93) 544 01 47, ხოლო ოდენსაში, გგენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომრებზე: + 380 (63) 176 75 55 და +380 (93) 761 17 17.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. 

უკრაინაზე შეტევა ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, განხორციელდა სარაკეტო შეტევები აეროდრომებზე, და უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე. 

როგორც სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უწყების თანახმად, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ღირსეულ წინააღმდეგობას წევენ. როგორც ზელენკიმ განაცხადა, უკრაინას არა მხოლოდ ბომბებით, არამედ ყალბი ცნობების (ე.წ. ფეიკების) გავრცელებითაც უტევენ.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]