weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კახა კალაძემ არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

11:16 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სია წარადგინა.

საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.

პარტიულ სიაში ასევე მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.

როგორც მერობის კანდიდატმა წარდგენისას განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობისკანდიდატები არჩევნებში გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის გზებსაც დასახავენ.

„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]