weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სააკაშვილი 130 დოლარით დააჯარიმეს

12:42 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

ლვოვის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო და 3400 გრივნის (დაახლოებით 130 აშშ დოლარი) ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

22 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს ორი ადვოკატი იცავდა.

სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ ივლისის ბოლოს ჩამოართვა, უკრაინის საზღვარი მომხრეებთან ერთად 10 სექტემბერს გადაკვეთა. 12 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის თაობაზე ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინა და სააკაშვილს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან მიიღი თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე. 16 სექტემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის გამო სააკაშვილს არ დააპატიმრებენ და ქართულ მხარეს არ გადასცემენ.

„მე, როგორც გენერალური პროკურორი ვაცხადებ, რომ სააკაშვილს ამ საქმეზე არ დააკავებენ, ვერ მოხდება მისი ექსტრადირება ამ ქვეყნიდან სანამ აქვს ცხოვრების უფლება ან სხვა დოკუმენტი“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]