weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეუთოს დამკვირვებლები ყურანზე დაფიცების ფაქტების შესასწავლად დმანისში იმყოფებოდნენ

16:09 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ყურანზე დაფიცების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესასწავლად დმანისში იმყოფებოდნენ. აბანელ გამბე და სტეფან სიგლერი მუნიციპალიტეტის გამგებელს, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გოგი ბარბაქაძეს შეხვდნენ და დეტალებს გაეცნენ.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა და აინტერესებდათ დეტალები. ჩვენ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ და რა ვითარებაში სთხოვდნენ ამომრჩევლებს ყურანზე დაფიცებას. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ხშირია დაშინების და ზეწოლის ფაქტები. კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით ისევ მოქმედებებს, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ 2012 წელს დავასრულეთ. „ქართული ოცნება“ დმანისში არ არსებობს. აქ არსებობს ოქრიაშვილის ოცნება“, - აცხადებს „შენების მოძრაობის“ დმანისის მერობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე.

დმანისში ქართული ოცნების მოქმედი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები „შენების მოძრაობას“ 18 სექტემბერს შეუერთდნენ.

გოგი ბარბაქაძის თქმით, მას სოფელ ირგანჩაის მცხოვრებლებმა დაუდასტურეს, რომ „ქართული ოცნების“ დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი ორგანიზებას უწევდა და დაახლოებით 50-მდე ადგილობრივი ჰყავდა შეკრებილი, სადაც მათგან ყურანზე დაფიცებით ითხოვდა დადასტურებას, რომ ისინი 21 ოქტომბერს ნამდვილად „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდნენ ხმას.

დმანისის გამგებლის განცხადებით, მსგავს ფაქტებს ადგილი 2012 წელსაც ჰქონდა, რომელსაც იმ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ახორციელებდა კახა ოქრიაშვილი.

დმანისში აღნიშნულის შესასწავლად უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]