დეკემბერი 13, 2017
weather cur airplane horoscope tv

სენაკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ოცნების“ ვიდეორგოლში მონაწილეობს

11:59 - 10 ოქტომბერი 2017 hits 306

სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის სოფელ მეორე ნოსირის 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უშანგი ჩილაჩავა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლში მონაწილეობს, სადაც ის ანსამბლ „სენაკთან“ ერთად მღერის. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ჩილაჩავამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

„საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას“ უმღერის. ეს „ქართული ოცნების“ მიერ შერჩეული კომისიებია“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა კუჭავამ.

უშანგი ჩილაჩავას განმარტებით, მას საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევია, რადგან საარჩევნო კლიპში აგვისტოში გადაიღეს, როდესაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ჯერ კიდევ არ იყო არჩეული.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განსახილველად ერთთვიანი ვადა აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი