weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთში მერობის კანდიდატები წარადგინა

10:36 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეა, დუშეთში - ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში - ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი.

„ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და რაც მთავარია, მზად არიან,  დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ პრობლემის მოგვარებაში. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, „ქართულ ოცნება“, განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ და რაც კეთდება ხალხისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში წარადგინა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაცია [R]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]