ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

დიმიტრი მედოევი – სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს

16:08 - 31 ოქტომბერი 2017 hits 175

„სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს და ეს საკითხი სხვადასხვა დონეზე დააყენოს“, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის გენოციდის შესახებ საბჭოთა კავშირში საუბარი აკრძალული იყო. „თუმცა, ამის მიუხედავად, 1920 წლის გენოციდი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მაშინ დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან, 5 ათასზე მეტი კი მოკლეს. თითქმის მთელი ოსეთი ქართველმა ნაციონალისტებმა გადაწვეს. სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გადაიტანა გენოციდი. ამაზე ფილმები უნდა გადაიღონ, წიგნები დაწერონ, რათა ყველამ გაიგოს თუ რა ხდბოდა. ბევრმა არაფერი იცის, მათ შორის ევროპაშიც“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირებს ამყარებს და ცდილობს, ისინი სამხრეთ ოსეთით დააინტერესოს.

„დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ. ჩვენ კი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სანდო მონაცემები მიიღონ“, – აღნიშნა მედოევმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი