weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავის მერმა 2016 წელს პრემია-დანამატები 13-ჯერ აიღო

17:18 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ 2016 წლის განმავლობაში 67 650 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 33 000 ლარი იყო, 13-ჯერ მიღებული პრემიისა და დანამატის თანხამ კი 34 650 ლარი შეადგინა.

დავით ჯიქია ქ. რუსთვის მერის თანამდებობაზე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. მანამდე, 2013 წლიდან იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2011-2012 წლებში კი იმავე მერიაში ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, მერის თანამდებობრივი სარგო თვეში 2750 ლარია, ე.ი. წელიწადში 33 000 ლარი. დავით ჯიქიას ახალი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წელს მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 67 650 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 5637.5 ლარი შეადგინა. 

შესაბამისად, რუსთავის მერმა პრემიისა და დანამატის სახით მიიღო 34 650 ლარი, ანუ ხელფასზე დაახლოებით 12.6-ჯერ მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია და დანამატები სულ ცოტა 13-ჯერ აიღო (აქედან, 12 შემთხვევაში - ხელფასის სრული ოდენობით). 

აღსანიშნავია, რომ დავით ჯიქიას ანაზღაურება 16 280 ლარით აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელფასს, რომლის წლიური ოდენობაც 51 370 ლარია (თვეში 4280 ლარი)

რუსთავის მერის ანაზღაურებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა თვითმმართველი ქალაქების მერების ხელფასებიც: თბილისის მერის დავით ნარმანიას წლიური გასამრჯელო 38 160 ლარი იყო, ფოთის მერის ირაკლი კაკულიასი - 41 250 ლარი, ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვისა - 38 500 ლარი, ქუთაისის მერის შოთა მურღულიასი კი 33 000 ლარი. 

დავით ჯიქიას მამას თენგიზ ჯიქიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ჯგუფში“ ასოციაცია ატუს და შპს „ბურჯის“ ტექნიკური დირექტორის პოზიცია უკავია. იგი ასევე არის შპს „მშენებელი თე ჯი“-ს დირექტორი და 100 % წილის მფლობელი. 2016 წელს ყველა ამ პოზიციაზე მისი შემოსავალი ჯამში 86 925 ლარი იყო. 

შეგახსენებთ, რომ, 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქ. რუსთავის მერად ირაკლი ტაბაღუა იქნა არჩეული, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას უახლოეს დღეებში შეუდგება.  

 

მსგავსი თემები:

რუსთავის მერმა ერთ წელიწადში პრემია და დანამატები 10-ჯერ აიღო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემია-დანამატი 13-ჯერ აიღო

რუსთავის მერის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა პრემია-დანამატი 14-ჯერ მიიღეს

რამდენ დანამატს იღებენ რუსთავის საკრებულოს თანამდებობის პირები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 11 პრემია და დანამატი ერთ წელიწადში

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პრემია-დანამატი 13–ჯერ აიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]