weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

18:25 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

საქართველოში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტური ჩატარდება თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ოზურგეთში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში.

მეორე ტური იმ ქალაქსა და თემში გაიმართება, სადაც მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

ყაზბეგის N29 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 44.62% (1 203 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა  საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული, რომელსაც 26.85% (724 ხმა) აქვს.

ხაშურის N35 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 42.24% (7 550 ხმა) მიიღო; დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ კი 18.48% (3 303 ხმა).

ბორჯომის N36 საარჩევნო ოლქში მერობის 7 კანდიდატი იყო. მათგან „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% (5059 ხმა) მოგროვება შეძლო. მეორე ადგილზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე გავიდა, რომელმაც ხმების 40.15% (5035 ხმა) მოაგროვა.

ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 43.25% (14 801 ხმა) მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ – 41.86% (14 294 ხმა).

მარტვილის N65 საარჩევნო ოლში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76 % (9588 ხმა) მოაგროვა, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა. დანელიას ამომრჩეველთა ხმების 35.81% (6 901 ხმა) აქვს.

ქალაქ ქუთაისის მერის არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთა შორის ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი - 44.66% (25 350 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა  გიორგი ჭიღვარიამ მოაგროვა. მეორე ადგილზე 27.03%-ით (14 084 ხმა) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ მათი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიუხედავად კანდიდატის სახელი ბიულეტენში მითითებული იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]