weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთში გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ

14:19 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

პრეზიდენტები საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას საოკუპაციო ზოლის მონახულებისთვის.

„აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები. ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემ ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით საქართველოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კერსტი კალიულაიდმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება.

„მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42 რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ, კი ეს ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები; ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები. რომელი ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტია, რომ არსებობს გამყოფი ხაზი“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]