ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ლელა ქიტესაშვილმა თიანეთში მეორე ტურის დანიშვნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა

12:04 - 03 ნოემბერი 2017 hits 662

„ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი თიანეთის N19 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. ქიტესაშვილის საჩივარს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.

საჩივარში ლელა ქიტესაშვილი განმარტავს, რომ საოლქო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არასწორად დაითვალა და 3077 ხმა, რომელიც თამაზ მეჭიაურმა მიიღო, 50%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.

„თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6379-მა ამომრჩეველმა. მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება აკონკრეტებს თუ როგორ გამოითვლება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, კერძოდ: „არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები“. შესაბამისად, იმისათვის, რომ გავარკვიოთ თუ რამდენს შეადგენს 50% + 1 ხმა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, გავყოთ შუაზე და დავუმატოთ ერთი ხმა. ჯამში მერის ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 220. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, კანონის მოთხოვნების მიხედვით, არის 6373-220=6159. მერის კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩველებლის გამოთვლისასსაოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო მხედველობაში მიეღო და ეხელმძღვანელა სწორედ ამ მონაცემით“, – აღნიშნულია ლელა ქიტესაშვილის საჩივარში.

თიანეთის საოლქო კომისიამ 1-ლი ნოემბრის განკარგულებით, მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეჭიაურს 3077 ხმა აქვს, ლელა ქიტესაშვილს კი 3076. ლელა ქიტესაშვილს 50%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით საკითხი სადავოდ არ გაუხდია მაშინ, როცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შეცვლილი გადაწყვეტილებით არჩევნებს თავად იგებდა 4 ხმით, ვიდრე კომისიის გადაწყვეტილება სასამართლომ არ გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]