ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

22:04 - 11 ნოემბერი 2017 hits 129

12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

„არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი. ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა. ხვალ, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა, ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი, ხოლო  ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილი იქნება სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს.

„12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელია. რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს: დაკვირვების უფლების მქონე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელია რეგისტრირებული, ასევე, მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი“,-აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ხვალ, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 12 ნოემბერს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი