ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

03:02 - 13 ნოემბერი 2017 hits 219

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში, ექვსი საარჩევნო ოლქიდან ხუთში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ოზურგეთის N60 საარჩევნო ოლქის 62 უბნის შედეგებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ამომრჩეველთა ხმების 50,11% (17 306 ხმა) მიიღო, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ – 49,89% (17 227 ხმა).

61 უბნის შედეგებით, ბეგლარ სიორიძეს ამომრჩეველთა ხმების 50,5% (16 947 ხმა) ჰქონდა, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 49,95% (16 912 ხმა). "ქართული ოცნება" ნასაკირალის N59 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, სადაც ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რამდენიმე ბიულეტენი ბათილად უნდა ცნობილიყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ მათში ამომრჩევლის ნება ნათლად იყო დაფიქსირებული. საბოლოოდ, ცესკო-ს ვებგვერდზე N59 უბნის შემაჯამებელი ოქმი განთავსდა, რომლის მიხედვითაც კონსტანტინე შარაშენიძეს 394 ხმა აქვს მიღებული, ბეგლარ სიორიძეს კი 280.

რაც შეეხება დანარჩენ საარჩევნო ოლქებს, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატმა გრიგოლ ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 87,55 % მიიღო, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა – 12,45%.

ყაზბეგში "დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, სანდრო ყამარაულს – 31.35% აქვს, "ქართული ოცნების" კანდიდატ ალექსანდრე ზაგაშვილს კი – 68,65%.

ამომრჩეველთა ხმების 38,69 % მიიღო ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატს, გიორგი გურასპაშვილს 61,31% აქვს.

ბორჯომში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ ხმების 44,78% მოაგროვა, "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ კი 55,22%.

მარტვილში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მერობის კანდდატმა მამუკა დანელიამ ამომრჩეველთა ხმების 6,96% მიიღო, ხოლო "ქართული ოცნებიდან" მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ – 94,4%.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 სექტემბერს ჩატარდა. ექვს საარჩევნო ოლქში მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, რის გამოც 12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი