ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ნასაკირალში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

00:30 - 14 ნოემბერი 2017 hits 160

„ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სოფელ ნასაკირალის N59 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ცესკო-ს მონაცემებით, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ნასაკირალის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შემთხვევაში სიორიძე შარაშენიძეს 35 ხმით უსწრებს.

„უბანზე გარეშე პირები შეიჭრნენ. კომისიის თავმჯდომარე გულწასული იყო გარკვეული ხნის განმავლონაში. საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და ამ დროს უბანზე სრული ქაოსი იყო. ვინ რას წერდა და ვინ რას ითვლიდა აბსოლუტურად გაუგებარი იყო“, - აღნიშნავს ბეგლარ სიორიძე.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნასაკირალის N59 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, N59 უბანზე ადგილი ჰქონდა ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლას და შედეგების გაბათილების მცდელობას მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებდა.

„არც ოზურგეთში და არც სხვაგან დამდგარი შედეგების ნამდვილობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს", - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

„სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ნასაკირალის N59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას.

შეგახსენებთ, ოზურგეთში არჩევნების შედეგები სოფელ ნასაკირალის N59 საარჩევნო უბანმა გადაწყვიტა. ამ უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით უსწრებს. სოფელ ნასაკირალის შედეგების გამოქვეყნებამდე, 61 უბნის შედეგებით, ბეგლარ სიორიძეს ამომრჩეველთა ხმების 50,5% (16 947 ხმა) ჰქონდა, ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 49,95% (16 912 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი