weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ გელა ნოზაძე აირჩიეს

14:29 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალმა საკრებულომ თავმჯდომარედ გელა ნოზაძე, მოადგილედ კი იოსებ კაპანაძე იარჩია. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საკრებულოს სხდომას 33 წევრიდან 31 დაესწრო. მათ შორის 27–მა მისცა ხმა ნოზაძესა და კაპანაძეს. ნოზაძე ამ დრომდე ახალციხის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. კაპანაძეც ახალციხის თემისა საკრებულოს დეპუტატი იყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. საკრებულოს სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატები ოპოზიციას არ დაუსახელებია. ხუთივე კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობიდან დასახელდა და ხმათა სრული უმრავლესობით აირჩიეს კიდეც.

სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ კურტანიძე იქნება. საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომისიას მანანა ბალიაშვილი უხელმძღვანელებს. სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ვასილ სისვაძე აირჩიეს. სოციალური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი იქნება. მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ კომისიას ბესიკ გოქსაძე უხელმძღვანელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე უკვე წარადგინეს განაცხადები „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]