weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში ქართველი ჟურნალისტი გაიტაცეს

17:21 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ყოფილი პირადი ოპერატორი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თამაზ შავშიშვილი კიევში, საცხოვრებელი ბინიდან გაიტაცეს. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

„გაიტაცეს უმსხვილესი ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი. ის აქ მრავალი წელი მუშაობდა, ჰქონდა აკრედიტაცია. ის ასევე აშუქებდა ჩემს საქმიანობას და ამას უკავშირდება გატაცება. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, დაადეს ბორკილები და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. გაიტაცეს ჩემი დაცვის ყოფილი წევრი, ზურაბ ცინცაძე. ასევე ორი ქართველი - ვანო ნადირაძე და კიდევ ერთი, რომლებიც უკრაინისთვის იბრძოდნენ. აი, ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მოღალატე პრეზიდენტი, რომელსაც არ აინტერესებს, რომ ეს ხალხი უკრაინისთვის იბრძოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

15 ნოემბერს სააკაშვილმა გამოაქვეყნა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თამაზ შავშიშვილს უკრაინაში ცხოვრების ნებართვაზე უარი ეთქვა.

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ოდესის ოლქში თამაზ შავშიშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფად და ვიდეო-ოპერატორად მოიაზრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]