weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვინ აირჩიეს საკრებულოების თავმჯდომარეებად კახეთში

14:17 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და კომისიების ხელმძღვანელები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აირჩიეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი გახდა, მოადგილე კი თემურ ჯავაშვილი.

საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას მალხაზ ხუციშვილი უხელმძღვანელებს; იურიდიულ კომისიას ილია ბაიდოშვილი; საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს; ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა შანშაშვილი გახდა; სოციალური, ახალგაზრდული და სპორტის კომისიის თავმჯდომარე – ნანა ნანობაშვილი;

საკრებულოს პირველივე სხდომაზე შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელსაც ივანე მირიანაშვილი უხელმძღვანელებს.

სიღნაღის საკრებულოს 29 წევრი ჰყავს, აქედან 23 „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 4 – „ნაციონალურ მოძღაობას“, 1 – „ევროპულ საქართველოს“, 1 კი„პატრიოტთა ალიანსს“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს. ის წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია შაოშვილი იქნება, რომელიც სხვადასხვა დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრი იყო. შაოშვილი კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის მეგობარია.

რაც შეეხება საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებს, ინფრასტრუქტურის კომისიას ალექსანდრე ბასილაშვილი უხელმძღვანელებს; საფინანსო საბიუჯეტო კომისიას - ზურაბ ხუროშვილი; სოციალურ საკიუთხთა კომისიას - მაია ბეროშვილი; იურიდიულ საკითხთა კომისიას - ლევან ხაზიური; ქონების მართვის და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას - გივი რამაზაშვილი.

გურჯაანის საკრებულოს 39 წევრი ჰყავს, აქედან 31 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, 5 დეპუტატი ჰყავს „ევროპულ საქართველოს“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“ და 1 წევრი „პატრიოტთა ალიანსს“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ24 ხმით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი აირჩიეს, მოადგილედ ვანო მამულაშვილი.

სოციალურ, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ კომისიას ქეთევან სეფაშვილი უხელმძღვანელებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - თამარ დენტოშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას -ზურაბ ჩხეიძე; იურიდიულ საკითხთა კომისიას ზურაბ კაპანაძე; სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - სერგო მამაგულიშვილი იარჩიეს.

საკრებულოს პირველივე სხდომაზე შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის თავმჯდომარე ნინო ხუციშვილია.

ყვარლის საკრებულოში 27 დეპუტატია. „ქართულ ოცნებას“ 20 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 4; თითო-თითო წევრით არიან წარმოდგენილები „ლეიბორისტულ პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, რომელიც თამაზ თამაზაშვილის მეუღლის ძმაა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გოჩა სამუკაშვილი აირჩიეს. მათ მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ჯემალ კოწაშვილი უხელმძღვანელებს; სოციალურ, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას- მიხეილ ბახუტაშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიას - გივი გიგაური; სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას - ნიკოლოზ ხუციშვილი; იურიდიულ საკითხთა კომისიას - გიორგი გოგილაშვილი.

დედოფლისწყაროს საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც დავით აბულიშვილი უხელმძღვანელებს და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილია.

საკრებულოში სულ 28 წევრია, აქედან 21 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი გამგებელი კარლო (კახა) ჯამბურია გახდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი (გაგა) ღამბაშიძე აირჩიეს. სოციალურ საკითხთა კომისიას - სალომე ღონღაძე უხელმძღვანელებს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას - ზურა ჯაფარიძე; ინფრასტრუქტურის კომისიას - ვლადიმერ ალიბეგაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომისიას - გიორგი დარბაიძე;

ლაგოდეხის საკრებულოში სულ 31 დეპუტატია. აქედან „ქართული ოცნებას“ - 21 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას - 3; „ევროპულ საქართველოს“ – 2; „პატრიოტთა ალიანსს“ – 1. ლაგოდეხის საკრებულოში 4 დამოუკიდებელიდეპუტატია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ კი ლელა მარიდაშვილი.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას ივანე ივანიშვილი უხელმძღვანელებს; ელენე სამხთუაშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას; გივი ბებიაშვილი - სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას; ზურაბ უსტიაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომისიას; თამარ ურდულაშვილი - სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 37 წევრია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილი, თამარ ყეინიშვილი აირჩიეს. საკრებულოს 31 წევრიდან ყეინიშვილს მხარი 21-მა დაუჭირა. იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედაც მუშაობდა 2017 წლის მარტიდან.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დუისის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ბაღაკაშვილი გახდა, რომელმაც 20 ხმა მიიღო.

იურიდიულ საკითხთა კომისიას ზემო ალვანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ითიურიძე უხელმძღვანელებს; კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიას - არჩილ მექვევრიშვილი; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას - ქალაქ ახმეტის მაჟორიტარი არჩილ შათირიშვილი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას - მაღრაანის მაჟორიტარი დავით იმერლიშვილი; საფინანსსო საბიუჯეტო კომისიას - არსენ ბუღრიძე, რომელიც გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსია.

საკრებულოს პირველივე სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა - ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომლის თავმჯდომარე ბიძინა ჭიჭიკლიშვილია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც შაქრო ტერტერაშვილი ხელმძღვანელობს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 31 წევრია. „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში 21 წევრი შეიყვანა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 4, „ევროპულმა საქართველომ“ - 2, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ კი თითო-თითო დეპუტატით არიან წარმოდგენილები. საკრებულოს ორი წევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარია.

 

ამ თემაზე:

თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]