weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უკრაინაში ტელეარხ NewsOne-ის შენობა დაბლოკეს

12:26 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

უკრაინის დედაქალაქ კიევში უცნობმა პირებმა ტელეარხი NewsOne დაბლოკეს. რედაქციის განცხადებით, NewsOne-ი ერთადერთი არხია, რომელმაც 3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ე.წ. იმპიჩმენტის მარში პირდაპირ ეთერში გადასცა და სწორედ ამას უკავშირდება ბლოკადა.

„ადამიანებმა, რომლებიც თავს აქტივისტებს უწოდებენ, ტელეკომპანიის შენობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანით ტომრები მიიტანეს, შესასვლელი კი ეკლიანი მავთულით ჩაკეტეს. ჟურნალისტები სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარისთვის ყურადღების მიქცევას სთხოვენ“, - ნათქვამია  NewsOne-ის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნიღბიანმა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა ტელეარხის შესასვლელი 3 დეკემბერს, საღამოს დაბლოკეს. მათი განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან „ტელეარხის პოლიტიკას“ და ითხოვენ მის შეცვლას. ამ ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ NewsOne-ის მფლობელმა ევგენი მურაევმა 2014 წლის „ღირსების რევოლუციას“ „სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა.

3 დეკემბერს გამართულ ე.წ. იმპიჩმენტის მარშში მონაწილეობა, სხვადასხვა ინფორმაციით, სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანმა მიიღო. ისინი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ.

„ჩემი მიტინგზე გამოსვლიდან ნახევარ საათში დაიწყო ამ ტელეარხის ბლოკირება. ისინი ამბობენ, რომ არხის მფლობელის განცხადების გამო არიან აქ. მან კი ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მე არ ვთვლი, რომ ტელეარხის სწორედ დღევანდელ დღეს ბლოკირება დამთხვევაა. შექმნილი ვითარება აწყობს პოროშენკოს და ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ დანაშაულებრივ დაჯგუფებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი შეფასებით მარში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო 2014 წლის „ევრომაიდანის“ შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]