weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

23:58 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაავრცელა.

„დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს“, - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 1960 წლის 23 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა. 1998 წლის 8 აგვისტოდან 1999 წლის 15 აპრილამდე იყო ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1999 წლის 15 აპრილიდან 2000 წლის 26 ნოემბრამდე - ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2000-2005 წლებში ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი. 2013 წლის 18 ივნისიდან კი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]