აპრილი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დანიშნა

15:42 - 08 იანვარი 2018 hits 318

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დანიშნა. ანა დოლიძე ამ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების დროს ყველას გვქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი  მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოს ბალანისის და გაწონასწორების მექანიზმების, ანუ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების. ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება. ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ანა დოლიძე არის გამაგრებული პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით. ბევრი წლის განმავლობაში ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის და უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად 2016 წლის 27 ივნისიდან მუშაობდა. 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი, 2010–2011 წლებში - მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (აშშ). 2004 - 2006 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]