სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

პანკისის სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია - ციხელაშვილი

10:37 - 12 იანვარი 2018 hits 740

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ოპერაციებს ეთნიკური მოტივაცია არ აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა ჯგუფის თუ პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება და საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანის ან პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობას უკავშირდება. მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აქვს და ვერ ექნება ეთნიკური მოტივაცია. ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს მოვალეობაა და რაც ხორციელდება კიდეც, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას ეხება.

პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი მოსახლეობა ამ ქვეყნის ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მათ არ სურთ არანაირი პროვოკაცია და დაპირისპირება. პანკისის ხეობის მიმართ ნამდვილად გვაქვს პოლიტიკა და ეს არის ხეობის მეტად განვითარების, მისი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის, იქ მცხოვრები მოსახლეობის მეტად ინტეგრირებისა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის პოლიტიკა, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება და განხორციელდება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. შვილის დაკარგვა მშობლებისა და ახლობლებისთვის უმძიმესი ტკივილია და მიუღებელია ამით პოლიტიკური სპეკულირება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პანკისის ხეობასა და თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 4 პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დააკავა. სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილს და დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, 9 იანვარს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ იდოიძეც დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]