weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა

19:28 კვირა, 25 თებერვალი 2018

პარტია „რუსეთის კომუნისტების“ ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი, მაქსიმ სურაიკინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და ადგილობრივებს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

რუსული მედიის ინფორმაციით, სურაიკინი ქალაქ ცხინვალში 25 თებერვალს იმყოფებოდა. მან ე.წ. რესპუბლიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„მოქალაქეებს აინტერესებდათ მაქსიმ სურაიკინის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი და რა გავლენას მოახდენს ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის განვითარებაზე. სურაიკინს ერთი მიზანი აქვს - გააერთიანოს მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ“, - განაცხადა რუსულ მედიასთან „რუსეთის კომუნისტების“ წარმომადგენელმა.

მაქსიმ სურაიკინი ერთ-ერთია რუსეთის პრეზიდენტობის 8 კანდიდატიდან. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, ის ყველაზე დაბალრეიტინგიანი კანდიდატია.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]