weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია შენობაში არ უშვებს

13:03 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ წევრებს პოლიცია შენობაში არ უშვებს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოს წევრებს პოლიცია შენობაში არ უშვებს. „ეს არის ძალადობა პოლიციის მიერ. ისინი კანონს უნდა იცავდნენ და ამ შემთხვევაში არღვევენ. განმარტებასაც არ გვაძლევენ, რატომ არ გვიშვებენ შენობაში“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

„ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრის ბაქარ შირაძის თქმით, საკრებულოს შენობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან და სავარაუდოდ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენენ.

„საკრებულოს დეპუტატები მოვედით, რომ განგვეხორციელებინა ჩვენი უფლებამოსილება. პოლიცია დაგხვდა მობილიზებულიდა არ გვიშვებენ. წარვუდგინე შესაბამისი დოკუმენტები, რომ ვარ საკრებულოს წევრი, მაგრამ არც ამის შემდეგაც არ შემიშვეს. შიგნით  არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები. ჩემი ინფორმაციით, ისინი აძალებენ აპარატს, რომ რაღაც უკანონო ოქმი ატვირთონ. იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავებმა მუშაობაში ხელი შეგვიწყონ, გვაქვს ეს მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ეკისრება, - განაცხადა შირაძემ.

„საკრებულომ გუშინ გამართულ პირველ სხდომაზე, რომელიც დღის საათებში ჩატარდა, მიიღო გადაწყვეტილება და მერს და სამსახურის უფროსებს მოთხოვნილი რაოდენობით ხელფასები არ გაუზარდა. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, იძულებით, რეგლამენტის დარღვევით გაითამაშეს „საკრებულობანა“ და რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს. იმედია ეს სპეცრაზმი ლეგიტიმური საკრებულოს დასარბევად არ არის აქ მოსული. მუნიციპალიტეტის მუშაობა ჩავარდნილია, არ უშვებენ არც მოქალაქეს, არც საკრებულოს წევრებს. თუ ვინმეს უნდა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, პირველ რიგში ეს მაჟორიტარი დეპუტატის გედი ფოფხაძის არჩევნებია, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამოჩნდება და ხალხს მოატყუებს ხოლმე“, - აღნიშნა ლეიბოროსტული პარტიიდან საკრებულოს წევრმა გიორგი გიუაშვილმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. სპეცრაზმელებით არის სავსე რამდენიმე ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

 

ამ თემაზე:

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე - ხელფასების გაზრდას ხელს არ მოვაწერ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]