weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბორჯომის მერიის და საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა უნდა შეწყდეს - არასამთავრობოები

18:39 პარასკევი, 02 მარტი 2018

„მოვუწოდებთ სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს.

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 

აღსანიშნავია, რომ მერიის საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების ცვლილებაზე მსჯელობა მხოლოდ 28 თებერვლის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხერხდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი არალეგიტიმურია. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც მოგვიანებით საკრებულოს შენობის წინ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მობილიზება მოჰყვა, რა დროსაც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შეეზღუდათ.

შესაბამისად, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და მუნიციპალური სამსახურების გამართული საქმიანობა შეაფერხა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობაზე აისახა. აგრეთვე, დაირღვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შრომითი უფლებები (მათ ბოლო 3 თვის მანძილზე არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება)“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მოუწოდებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს, თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]